"ეკონომიკური მოვლენები და პროცესები დიდ ზეგავლენას ახდენენ ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე" - ცოტნე ჩიქობავა
სმარტ აკადემიამ კიდევ ერთი ახალი კურსი - ეკონომიკის საფუძვლები დაამატა. კურსის მიზანია ფინანსური ინტელექტის, ეკონომიკური ცოდნისა და მეწარმეობრივი აზროვნების სწავლება და განვითარება. კურსს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, ეკონომისტი ცოტნე ჩიქობავა გაუძღვება. ჩვენ მას რამდენიმე კითხვა დავუსვით, რათა უფრო ახლოდან გაგეცნოთ როგორც ლექტორი, ისე სასწავლო კურსი.
გვიამბეთ თქვენზე, რა გზა გამოიარეთ სანამ ამ სფეროში დამკვიდრდებოდით?
ლექტორობაზე, როგორც პროფესიაზე ბავშვობაში არასდროს მიფიქრია, თუმცა ამ ერთმა დღემ ჩემი პროფესიული ვექტორი რადიკალურად შეცვალა.
2013 წელს ვმუშაობდი თსუ-ში თეორიული ეკონომიკის კათედრაზე პროფესორის ასისტენტის პოზიციაზე და პარალელურად ვსწავლობდი ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაზე. ერთ-ერთი ლექტორი დილით შეუძლოდ გახდა და მთხოვა მის მაგივრად შევსულიყავი სტუდენტებთან და ლექცია ჩამეტარებინა. აქამდე არ მქონია ლექციის ჩატარების გამოცდილება. ბუნებრივია, ემოციურად საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი, რადგან მომიწია დიდ აუდიტორიაში ასამდე სტუდენტთან კომუნიკაციის დამყარება. ჩემმა პირველმა ლექციამ შინაგანი მღელვარების ფონზე საკმაოდ მშვიდობიანად და სახალისოდ ჩაიარა. ლექციის დასრულების შემდეგ რამდენიმე სტუდენტი მომიახლოვდა, მადლობა გადამიხადა საინტერესო ლექციისთვის და მკითხა შეიძლებოდა თუ არა ჩემი არჩევა მომავალ სემესტრში. სამწუხაროდ, იმ დროს არ მქონდა ოფიციალურად ლექციების ჩატარების შესაძლებლობა, თუმცა სტუდენტებს შევპირდი რომ გავაკეთებდი ყველაფერს რათა ეს უფლება მომეპოვებინა.
რას გულისხმობს ფინანსური ინტელექტი და ეკონომიკური ცოდნა?
ფინანსური ინტელექტი არის ფინანსური საკითხების ეფექტიანი მართვის უნარი. ეკონომიკური ცოდნა კი გულისხმობს შეზღუდული რესურსების მართვის უნარს ინდივიდუალურ, კომპანიის და სამთავრობო დონეზე.
რატომა არის მნიშვნელოვანი ეს სფერო?
ეკონომიკური მოვლენები და პროცესები დიდ ზეგავლენას ახდენენ ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია გავერკვეთ ამ მოვლენებში, მოვახდინოთ მათი სწორი შეფასება და მივიღოთ ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები.
პროფესია - ეკონომისტი
ეკონომისტი ცდილობს ახსნას ამა თუ იმ ეკონომიკური მოვლენის მიზეზი. როდესაც ეკონომისტი მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებს ხსნის, ის მეცნიერია, ხოლო როდესაც ეკონომისტი ცდილობს ამ მოვლენათა განვითარებაზე გავლენის მოხდენას, ის პოლიტიკურ მრჩევლად იქცევა.
რა უნარები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც სურს გახდეს ეკონომისტი?
ლოგიკური მსჯელობის და კრიტიკული აზროვნების უნარი.
მოგვიყევით ეკონომიკის საფუძვლების კურსის შესახებ - რა გაითვალისწინეთ სალექციო კურსის პროგრამის შედგენისას, როგორ და რის მიხედვით დაალაგეთ თემები?
კურსი მოიცავს მიკროეკონომიკის, მაკროეკონომიკის და ფინანსების საბაზისო საკითხებს. კურსი შედგენილია მიმდინარე ეკონომიკური თუ ფინანსური გამოწვევების და გარემოებების გათვალისწინებით.
რა ცოდნას მიიღებს დამწყები თქვენი კურსიდან?
კურსის დამთავრების შემდეგ სტუდენტი შეძლებს მის ხელთ არსებული რესურსების მართვას, შემოსავლის ნაკადების დივერსიფიცირებას, ხარჯების მინიმიზაციას და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებას.
რას შეძლებენ სტუდენტები კურსის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად?
სტუდენტები შეძლებენ - ეკონომიკური მოვლენების და პროცესების გაგებას, შეფასებას და ანალიზს, ეკონომიკური და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებას, ფინანსური რესურსების მართვას.
რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ეკონომიკით, თუმცა გარკვეული მიზეზის გამო, ვერ ბედავენ ახალი გამოწვევების მიღებას?
ეკონომიკა ბევრი ადამიანის გონებაში ასოცირდება ციფრებთან, გრაფიკებთან და რთულ მათემატიკურ ფორმულებთან. თუმცა, ეკონომიკა სოციალური მეცნიერებაა, რომელიც სწავლობს ადამიანის ქცევას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს. საბაზისო ეკონომიკური საკითხების გაგება შესაძლებელია ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის და არ საჭიროებს რაიმე სხვა დისციპლინის ცოდნის წინაპირობას.
სასწავლო პროგრამა შედგება 11 შეხვედრისგან (22 საათი) და განკუთვნილია ნებისმიერი პროფესიის ადამიანისათვის. პროგრამა შედგენილია პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით და მორგებულია დღევანდელ საჭიროებებს.
ჩვენთან მიღებული ცოდნა დაგეხმარება:
ეფექტიანი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებაში
შემოსავლების ზრდაში
ხარჯების ოპტიმიზაციაში
პირადი და კომპანიის ფინანსების მართვაში
გრძელვადიანი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გადმოგეცემა სერტიფიკატი.
გაიგე მეტი სასწავლო პროგრამაზე და შემოგვიერთდი კურსზე.